Youtube-ის და “ნეტფლიქსის” ახალი კონკურენტი: ტელევიზორებს TikTok დაემატება

ავტორი: ლევან არჩუაძე

“ტიკ-ტოკი” “სამსუნგთან” თანამშრომლობის საფუძველზე აპირებს, გამოუშვას აპლიკაციის სატელევიზიო ვერსია, რომელიც ე.წ. სმარტ ტელევიზორებისთვის იქნება განკუთვნილი – აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი “ბიზნეს ინსაიდერი” ავრცელებს.

სოციალური ქსელის შემქმნელის, რიჩ უოთერვორტის თქმით, ამ ფორმით, ტიკ-ტოკს სურს, მისცეს ხალხს შესაძლებლობა, ისიამოვნოს მოკლე ვიდეორგოლებით დიდ ეკრანებზე.

უოთერვორტის აზრით, სმარტფონის ეკრანებს არ შეუძლიათ ისეთივე შეგრძნებების გამოწვევა, როგორსაც მომხმარებლები დიდი ეკრანებიდან მიიღებენ მათი კონტენტის ნახვისას.

ახალ პლატფორმაზე გადასვლამ შესაძლოა, ფორმატის შეცვლაც გამოიწვიოს, რაც გულისხმობს ტიკ-ტოკ ვიდეოების ხანგრძლივობის გაზრდას 15-60 წამიდან 3-წუთამდე, რაც ძალიან გაზრდის მათ კონკურენციას “იუთუბისთან” და “ნეტფლიქსთან”, რადგან საზოგადოებაში განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ამ ხანგრძლივობის ვიდეოებია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი