გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი მომავალ წელს 2 მილიარდ ვაქცინას და 1 მილიარდ შპრიცს 92 განვითარებად ქვეყანას მიაწვდის. UNICEF-ი თანამშრომლობს მსხვილ გლობალურ ავიაკომპანიებთან და ტვირთის პროვაიდერებთან, რომ შეძლოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფად და უსაფრთხოდ გავრცელება.
” მუშაობა გრძელდება COVID-19 ვაქცინების შემუშავებაზე, UNICEF-ი აქტიურად თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან, სატვირთო ოპერატორებთან, საზღვაო ხაზებთან და სხვა ასოციაციებთან, რათა ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდება უზრუნველყოს”, – თქვა UNICEF– ის მომარაგების განყოფილების დირექტორმა, ეტლევა კადილიმ.
იანვრის შემდეგ UNICEF-ი 190 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნიღბებით, სპეციალური აღჭურვილობითა და სხვა ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ნივთებით დაეხმარა ქვეყნებს. UNICEF-ი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი, ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად ყოველწლიურად 2 მილიარდ დოზა სხვადასხვა ვაქცინას ყიდულობს, ასამდე ქვეყნის დასახმარებლად.