Toyota-ს პატენტი — დრონი , რომელიც მანქანას საწვავის მარაგის შევსებაში დაეხმარება

ავტორი: ცოტნე წერეთელი

Toyota-მ დრონის პატენტი შექმნა, რომელიც თქვენამდე მოსვლას და მანქანის საწვავის მარაგის შევსებას შეძლებს  .

ამ მოწყობილობისთვისი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი ავტომობილი ბენზინზე იმუშავებს, წყალბადის საწვავსა თუ ელექტროენერგიაზე. ის უფრო აქტუალური იმ შემთხვევაშია, როცა ელექტრომობილი გვიჯდება, ახლოს კი არც ერთი დასამუხტი სადგური გვეგულება.

“ავტომატურ დრონში” გათვალისწინებულია საწვავის ავზი, გადატანის მექანიზმი და ცენტრალური მაკონტროლებელი. ჯერჯერობით უცნობია, მარაგის შევსება მანქანის მოძრაობის დროს მოხდება, თუ მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში.

დრონი აღჭურვილია მანძილის სენსორებით, GPS-ითა და ავტომატიზირებული საწვავის პორტებით , რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება მთელი ოპერაციის შესრულება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი