PFIZER– ჩვენმა ვაქცინამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 95%–იანი შედეგი აჩვენა

ავტორი: სალომე ბაჯაძე

ჩვენმა ვაქცინამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 95%–იანი შედეგი აჩვენა – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “ფაიზერი” ავრცელებს.

კომპანიამ ახალი გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მედიკამენტის ეფექტურობა კიდევ უფრო გაზრდილია. ამავე კვლევებმა აჩვენეს, რომ ვაქცინა რისკჯგუფში შემავალი პაციენტებისთვისაც ეფექტურია. პრეპარატს კარგი შედეგი აქვს 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მისი ეფექტიანობა 94%-ით შეფასდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასაკოვან პაციენტებში იმუნიტეტის გამომუშავება უფრო რთულად მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ვაქცინის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

პრეპარატის დასამტკიცებლად შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას კომპანია უახლოეს დღეებში გეგმავს, რის შემდეგაც დაიწყება მისი წარმოება და წლის ბოლომდე რისკჯგუფების აცრა.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მზად 50 მილიონი დოზა იქნება. 2021 წელს კი ხელმისაწვდომი მილიარდ დოზაზე მეტი გახდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი