NASA-მ “მარსმავალის” მიერ, მარსზე ჩაწერილი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

ავტორი: ლევან არჩუაძე

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ ერთწუთიანი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ღია კოსმოსში არსებული ხმები ისმის.

აუდიოჩაწერა მარსმავალმა, სახელად “პერსევერანსმა” დაახლოვებით ერთი თვის წინ, ჩვენს მეზობელ პლანეტა მარსზე ფრენისას განახორციელა. მან დააფიქსირა ძალიან წყნარი ხმა, მსხვრევის მსგავსი ხმოვანი ტალღები კი რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გაგრილების გენერატორიდან მოდის.

“ამ აუდიოფაილს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემა მუშაობს და მზადაა, ჩაიწეროს ხმები და უსაფრთხოდ დაეშვას მარსზე” – განაცხადა ნასას სპეციალისტმა, დევიდ გრიუელმა

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი