N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითია

ავტორი: ნანა წულაია

ინტენსიური პისიარტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პისიარტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებსა და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ“, – აღნიშნულია სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი