IPN: ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს – ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენს უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ წერილში წერს.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, ის “ტოიოტა ქამრიში” იჯდა ვასილ მახარაძესთან და ზ.ხ.-სთან ერთად, რისი დამტკიცებაც ანძების ამონაწერითაც შეიძლება. მკვლელობაში ბრალდებული წერს, რომ მოსამართლეები საქმე პროკურატურასთან ერთად კერავენ.

წერილში ის გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და საზოგადოებასაც მიმართავს:

“უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს – ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, – წერს ჩიქოვანი “ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ წერილში (იხ: ვრცლად)

წყარო: ინტერპრესნიუსი

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი