Grammy 2021-ში The Weeknd-მა ვერცერთი ნომინაცია მიიღო, რაზეც ის კომენტარს აკეთებს

ავტორი: კატო მალანია

ბიონსე, ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა გრემის 2021 წლის დაჯილდოების ნომინაციებში ლიდერობენ, მაგრამ, ყველასგან გასაოცრად, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ვერც ერთი ნომინაცია მიიღო კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით, The Weeknd-მა.

The Weeknd Lights up American Music Awards Performance - Variety

“ათწლეულების განმავლობაში, არასდროს შევსწრებივართ ისეთ დაუდევრობას გრემის მხრიდან, როგორიც წელს The Weeknd-ის შემთხვევაში მოხდა. ხმის ჩამწერმა აკადემიამ გადაწყვიტა, რომ მისთვის არცერთი ნომინაცია დაეთმო”, — წერს Variety-ის მუსიკის მიმართულების ჟურნალისტი ჯემ ასვადი.

Grammy Awards 2021 Nominations: See the Complete List - E! Online

ტესფაიემ მარტში გამოუშვა ალბომი After Hours, რომელსაც კრიტიკოსებმა 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ მოვლენად მიიჩნევდნენ და The Weeknd-ს გრემის მთავარ ნომინაციებში გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ალბომში შედის ისეთი ჰიტები, როგორიცაა In Your Eyes, Save Your Tears, Blinding Lights, Scared To Live და ა.შ.

ალბომმა ბილბორდის ჩარტების სათავეში რამდენიმე კვირა დაჰყო და Apple Music-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა, როგორც მომხმარებლებისგან ყველაზე ხშირად წინასწარ დამატებულმა ალბომმა. ხოლო სინგლმა და მსოფლიო ჰიტმა Blinding Lights ზუსტად 40 კვირა გაატარა ბილბორდის ტოპ 10-ში. წლის სხვა მუსიკალური დაჯილდოებების ერთ-ერთი ფავორიტი გრემის შემდეგ საღამოს, Super Bowl-ზე შესრულებით გამოდის.

ამასთან დაკავშირებით, The Weeknd სტატუსს წერს:

 

გრემის დაჯილდოება ისევ კორუმპირებულია. მე, ჩემი ფანები და მუსიკალური ინდუსტრია გამჭვირვალობას ვიმსახურებთ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი