FBI აშშ-ს მოსახლეობას მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს

ავტორი: შორენა პირველი

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი, – აღნიშნულ ინფორმაციას BBC ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებაზე დაყრდნობით აცრცელებს.

FBI-ს განცხადების თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია შეიარაღებულ დაპირისპირება.

20 იანვარს, ინაუგურაციის დაწყებამდე, ვაშინგტონის ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. დედაქალაქს უკვე აკონტროლებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა საბრძოლო აქსესუარებისა და დამცავი აღჭურვილობის შესახებ, იკრძალება.

ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი