CNN – ”ახალ ზელანდიას მსოფლიოში ყველაზე ინკლუზიური პარლამენტი ჰყავს”

ავტორი: ლელა მურადაშვილი

იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი კაცი კანდიდატი იბრძოდა ძალაუფლებისთვის, ახალი ზელანდია თავის მოქალაქეებს უფრო პროგრესულ არჩევანს სთავაზობდა – ორ ქალ კანდიდატს.

უფრო მეტიც, პრემიერ–მინისტრის, ხასინდა არდერნის თავიდან დანიშვნის შემდეგ, ახალი ზელანდიის პარლამენტი მსოფლიოში ყველაზე ინკლუზიური პარლამენტი გახდა.

ამჟამად, ახალი ზელანდიის პარლამენტში ნახევარზე მეტი ქალია, ხოლო წევრთა 11 % – ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი. ამასთან ერთად, ახალი პარლამენტი დაკომპლექტებულია ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობით – მაორის ხალხითა და იმ ადამიანებით, რომლებიც წყნარი ოკეანის სხვადასხვა კუნძულებიდან არიან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი