BBC – ჩრდილო–აღმოსავლეთ ბრაზილიაში პრეზიდენტ ბოლსონაროს პოპულარობა გაიზარდა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთი ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია, რომელზეც კოვიდ–19–მა დიდი ზეგავლენა მოახდინა. როდესაც კორონავირუსის ტალღამ ბრაზილიას დაარტყა, ბოლსონაროს ეს არ მიუღია სერიოზულად, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, მათი ‘’კოვიდ–გმირია.’’ ამ რეგიონში, 160 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პანდემიის დროს, მაგრამ პრეზიდენტმა ამ დროს დახმარების პროგრამა შეიმუშავა ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, რის მერეც ხალხი ბოლსონაროს ისე უყურებს, როგორც ‘’მხსნელს.’’ აქ მოსახლეები უმეტესად დამოკიდებულები არიან სოფლის მეურნეობაზე, მათ ბოლსონაროსგან ყოველთვიური დახმარება მიიღეს, 116 დოლარის ოდენობით.

‘’ჩვენ მიწაზე ვმუშაობთ და მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. იმის გამო, რომ ჩემი ცოლი რისკ–ჯგუფშია, მას არ შეეძლო ადგილობრივ ბაზარზე გასვლა და ვაჭრობა, ბოლსონაროსგან დახმარება ზუსტად საჭირო დროს მივიღეთ.’’ – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

ბოლსონაროს პოპულარობა მხოლოდ დახმარების პროგრამის განხორციელების გამო არ გაზრდილა, ის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების სისრულეში მოყვანასაც შეჰპირდა, რომელიც 12 მილიონამდე ბრაზილიელისთვის წყალს ხელმისაწვდომს გახდის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი