BBC – ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ‘’Pfizer’’-ის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ავტორი: ლელა მურადაშვილი

გაერთიანებულმა სამეფომ ფაიზერის (Pfizer/BioNTech) მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, რისკჯგუფების აცრა უახლოეს დღეებშივე დაიწყება. ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია და არ აქვს უკუჩვენებები.

ბრიტანეთმა ფაიზერის 40 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, რაც 20 მილიონი ადამიანის აცრისთვის არის საკმარისი. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ 10 მილიონამდე დოზა, რომელსაც ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს.

‘’დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულიდან ყველაფერი კარგად იქნება და შემდეგ წელს შეგვეძლება დავტკბეთ ზაფხულით.’’ – ასე გამოეხმაურა ახალ ამბავს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი ტვიტერზე.

საქართველოში კი ვაქცინა გაზაფხულზე შემოვა ე.წ. კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი