4734 ახალი შემთხვევა, 3895 გამოჯანმრთელებული, 38 გარდაცვლილი – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 4734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge – ზე განახლდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში,   20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 13 166 ანტიგენი და 7 793 PCR.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე 174 383–ს მიაღწია.

უკნასკნელი დღე–ღამის განმავლობაში კოვიდი 19–ისგან განიკურნა 3895 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 145 287 შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ბოლო 24 საათში კოვ8იდითდაინფიცირებული 38 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით საქართველოში 1614 პირი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6900 ადამიანი იმყოფება, კოვიდსასტუმროში – 3689, ხოლო კარანტინის რეჟიმში 1126 პირია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი