3 824 ახალი შემთხვევა, 3 851 გამოჯანმრთელებული, 31 გარდაცვლილი – 21 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში თებერვლიდან დღემდე კოვიდდადებითის დადასტურებულმა შემთხვევებმა  100 684 შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინა განახლდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 81 783–ს შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, უკანასკნელ დღე–ღამეში კოვიდით ინფიცირებული კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობამ 927–მდე გაიზარდა.

დღეის მდგომარეობით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 128 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5976, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 445–ს შეადგენს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი