3 487 ახალი შემთხვევა, 2 495 გამოჯანმრთელებული, 39 გარდაიცვალა – 16 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge –ზე განახლდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კოვიდით 198 387 ადამიანი დაინფიცირდა.

უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელდა 2 495 ადამიანი, ჯამში კი განკურნებულთა საერთო რიცხი 167281–მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული  39 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი სულ საქართველოში კოვიდით 1 922 ადადმიანი გარდაიცვალა.

დღესდღეობით კარანტინის რეჟიმში 622 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 721 პირია, ხოლო კოვიდსასტუმროში 2 461 ადამიანი იმყოფება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი