საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მდგომარეობით, ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 395 შეადგინა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, 2 539 პირი გამოკეთდა, ხოლო მათი საერთო რაოდენობა 71 468-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კოვიდ 19–ის დადასტურებული პირველი შემთხვევიდან – 26 თებერვლიდან, დღემდე სულ 815 ადამიანი გარდაიცვალა.