28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება

ავტორი: თიკო ნოდია

28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე. ამ პერიოდში საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით იკრძალება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

” 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ვაძლევთ უფლებას ჩვენს მოქალაქეებს კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს და ყველას ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები . ხოლო შემდგომ უკვე ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე .” – განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ცხადდება უქმე დღეები, რაც მთავრობას დამატებითი მობილიზების საშუალებას მისცემს .

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი