24 წლის გარდაცვლილი გოგონას მშობლები ექიმების პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ

ავტორი: ლელა მურადაშვილი

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობის შესახებ საუბრობენ. მათი განცხადებით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდნენ სასწრაფოს გამოძახებას და თავად გადაწყვიტეს გადაეყვანათ კლინიკაში.

კლინიკა ‘’ლანცეტში’’ გოგონა არ მიიღეს, რადგან ექიმების თქმით, მას კორონავირუსი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, სასწრაფომ გადაიყვანა მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მკურნალობას გადიოდა, თუმცა აქაც ადასტურებდნენ, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონდა. მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა. გარდაცვალების შემდეგ ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ მას თანმდევი დაავადება – დიაბეტი ჰქონდა.

ოჯახი აცხადებს, რომ გოგონას მხოლოდ საძილე პრეპარატებით მკურნალობდნენ და სხვა სახის მედიკამენტებს არ აძლევდნენ, ამის გამო ისინი ექიმების პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი