„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაიცვალა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდამ კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში დაბრუნდა. ის მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.