2020 წელს ამაზონის ჯუნგლებში რეკორდული რაოდენობის ტროპიკული ტყე გაიჩეხა

2008 წლის შემდეგ ამაზონის ჯუნგლებში ტროპიკული ტყის გაჩეხვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2019 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იმავე პერიოდამდე ბრაზილიაში 11 088 კვადრატული კილომეტრი ტროპიკული ტყის მასივები განადგურდა.

გარემოსდამცველები ამაზონეთის გაჩეხვას ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ. ბოლსონარუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხის მასალის გაყიდვა ბრაზილიის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, გათავისუფლებული ტერიტორიები კი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ.

ამაზონის ჯუნგლებში 3 მილიონზე მეტი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. ტროპიკულ ტყეებში კი 1 მილიონზე მეტი აბორიგენის საცხოვრებელი ადგილია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი