2011 წელს რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

ავტორი: თიკო ნოდია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წელს რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა და მისმა თანამზრახველებმა მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.”, – წერია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი