19-20 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ავტორი: კატო მალანია

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათთქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი