„როდესაც მთელი ქვეყანა უიმედობამ და მომავლის შიშმა მოიცვა ოცნების მთავრობა ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს დასამტკიცებლად სთავაზობს…”-დათუნაშვილი

„როდესაც მთელი ქვეყანა უიმედობამ და მომავლის შიშმა მოიცვა ოცნების მთავრობა ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს დასამტკიცებლად სთავაზობს…”-  “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი 2021 წლისთვის წარდგენილი ბიუჯეტის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, 2021 წლისთვის წარდგენილი ბიუჯეტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. მისი აზრით ეს გეგმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საერთაშორისო იმიჯს ეკონომიკური თვალსაზრისით ზიანს მიაყენებს.

„როდესაც მთელი ქვეყანა უიმედობამ და მომავლის შიშმა მოიცვა ოცნების მთავრობა ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს დასამტკიცებლად სთავაზობს: 60 მილიონი ლარით გაზრდილ ხელფასებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში. 151 მილიონი ლარით გაზრდილ სერვისებისა და სხვადასხვა საქონელის შესასვის ხარჯებს. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ზრდას 356 საშტატო ერთეულით, მათ შორის 50 შტატით გაზრდილ პარლამენტის აპარატს – ყოფილი ერთგული “თოჯინა-დეპუტატები” მე-9 მოწვევის პარლამენტიდან რომ დასაქმდნენ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. 27 მილიონი ლარით გაზრდილ შსს-ს სახელფასო ბიუჯეტს. საგარეო ვალს 2021-ში, რომელიც კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს და 2021 წელს მშპ-ს 60.1% იქნება, რაც პირდაპირ დაარტყავს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და საერთაშორისო იმიჯს ეკონომიკური თვალსაზრისით.”- განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის აზრით, პარლამენტში პრემიერს არც ერთი პარლამენტარი არ შეწინააღმდეგია, რაც მის მომავლისადმი უიმედობას იწვევს.

“აქ სულ რამოდენიმე აღმოჩენა ჩამოვთვალეთ იმ სავალალო მიგნებებიდან, რაც ბიუჯეტის გაანალიზების შედეგად მივიღეთ. მაგრამ ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი გვყავს, ამიტომ ვერცერთ ზემოხსენებულ საკითხზე ჩვენ ვერ მოვისმენთ მიზეზებს, არგუმენტებს, საჭიროებას, რადგან ამ კითხვებს პარლამენტში არავინ არ დასვავს, არავინ არ შეეკამათება მეოცნებე პრემიერს. გარეთ კი ზამთარია, გარეთ კი უიმედობაა, გარეთ წელში გატეხილი საქართველოა, რომელიც ვერაფერს ვერ უნდა ელოდებოდეს მისი უზურპატორი მმართველისგან, რომელსაც მისი არსებობა დაავიწყდა.“- განაცხადა დათუნაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი