15 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

გავრცელებული ინფორმაციით სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვა.

უწყების ცნობით, ასოცირების კომიტეტზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფირმაცია. ევროკავშირის მხარემ აღნიშნა ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა მრავალი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით . შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა ირგვლივ მხარეები კვლავ გააგრძელებენ ერთიბლივ მუშაობას რეფორმების პროცესის გაძლიერებისთვის.

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა  ევროკავშირის მხრიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების პროცესზეც.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერისტეტებში განათლების მიღების, ასევე ქართული უნივერსიტეტების ევროპულ უნივერსიტეტთა ქსელში ჩართვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი