“პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი”- გახარია

“პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი.”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი. ფინანსური დოკუმენტი, რომელიც 1 წლის შემდეგ როგორი იქნება ქვეყანა იმას განსაზღვრავს. ბიუჯეტი დაბალანსებული გახლავთ, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესის დახმარება, და რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთათ ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან განმკლავებისთვის.”- განაცხადა გახარიამ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ კოვიდის მკურნალობას, ტესტებს, ვაქცინის შესყიდვასა და ვაქცინაციას, ვირუსის გავრცელების პრევენციას ძირითადი ყურადღება დაეთმობა.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის მიზნობრივი და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1,420,000,000. აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი, 1,400,000 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ციფრების მიმართულება გახლავთ ჯანდაცვის მხარდაჭერა.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი