“კლაუს შვაბი, კაცი, ერთ-ერთი დაახლოებული პირი ”ძლიერთა ამა ქვეყნისათა”, ამბობს, რომ მმართველი კლასი ცდილობს გამოიყენოს პანდემია, რათა განიმტკიცოს თავისი გლობალური დიქტატურა!”-დემურ გიორხელიძე

ავტორი: შორენა პირველი
“კლაუს შვაბი, კაცი, რომელიც ერთ-ერთი დაახლოებული პირია ”ძლიერთა ამა ქვეყნისა”, ამბობს, რომ მმართველი კლასი ცდილობს გამოიყენოს პანდემია, რომ განიმტკიცოს თავისი გლობალური დიქტატურა!”- ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მსოფლიო ნეოლიბერალური დიქტატურის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქართველი ნეო-ლიბერალები,  უტიფარი ნეოტროცკისტები, თავს უფლებას აძლევენ საკუთარი გაუნათლებლობისა გამო უმეცარი იდეოლოგიური შტამპებით ისაუბრონ.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენერალური დირექტორის კლაუს შვაბის (Klaus Schwab) წიგნი
”Covid-19: დიდი გადატვირთვა” ალბათ წლის უმნიშვნელოვანესი წიგნია.
შვაბი წერს: ”’მრავალი ადამიანი კითხულობს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მოკლეთ თუ ვიტყვი: არასდროს!”
იგი ამბობს, რომ ნორმალურ ცხოვრებას ბრძოლის გარეშე ვერასდროს დავუბრუნდებით…
კაცი, რომელიც ერთ-ერთი დაახლოებული პირია ”ძლიერთა ამა ქვეყნისა”, ამბობს, რომ მმართველი კლასი ცდილობს გამოიყენოს პანდემია, რომ განიმტკიცოს თავისი გლობალური დიქტატურა!
ეს აშკარად ჩანდა!
არაერთხელ მივანიშნე და…
ქართველი ნეო-ლიბერალები, თითქოსდა ”დასავლური ორიენტაციის” მიმდევარნი, – სინამდვილეში უტიფარი ნეოტროცკისტები, თავს უფლებას აძლევენ, საკუთარი გაუნათლებლობისა და ყალბი აპლომბის გამო, ისაუბრონ უმეცარი იდეოლოგიური შტამპებითა და უტიფრად!..
საღი ხალხი გაიტანს ნაგავს თავისი ქვეყნებიდან!
დარჩა თუ არა სისაღე ქართველ ხალხსს – გამოჩნდება!
30 წელია ნაგავს ათარეშებს ქვეყანაში,
მაგრამ
უდიდესმა საფრთხემ შეიძლება მასში ის ძველი ქართველი გააღვიძოს, რომ იბრძოდა, მთაში იხიზნებოდა, ბრუნდებოდა, განადგურებულ მამულს აღადგენდა და… ნებისყოფა ჰყოფნიდა ეს გადაეტანა კვლავ და კვლავ!
ქართულ ტელევიზიებში პანდემიის აღვირახსნილი პროპაგანდა მიუთითებს, რომ საქართველოში არავინ ელის რაიმე წინააღმდეგობას და ეს იქნება ლაბორატორია, სადაც მორჩილების ყველა სცენარი იქნება აპრობირებული…
ეს ნაგავი ტელევიზიებიც იქნებიან გასატანი!
ნაგავი ნაგავია, ერთნაირად ყარს!”- აცხადებს დემურ გიორხელიძე.
3

You may also like

დატოვეთ კომენტარი