კაზინოსა და ტოტალიზატორში წყევლის სამეფოა, თავად სფეროა დაწყევლილი”-ნუკრი შოშიაშვილი

ავტორი: შორენა პირველი
“ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს ტოტალიზატორში ნათამაშები, სტუდენტობის დროს. იმის შემდეგ არც მივკარებივარ…დაწყევლილი ადგილის შთაბეჭდილება დამიტოვა, სადაც წყევლა გადამდებია,”-ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი სათამაშო ბიზნესის მიმართ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს ტოტალიზატორში ნათამაშები, სტუდენტობის დროს. იმის შემდეგ არც მივკარებივარ. რა იყო მიზეზი რატომაც არ მივეკარე ამის შემდეგ ტოტალიზატორს? პირველ რიგში იქ მყოფი ხალხის მდგომარეობა. რაღაცნაირი უიმედო ადამიანები დამხვდნენ. დაწყევლილი ადგილის შთაბეჭდილება დამიტოვა, სადაც წყევლა გადამდებია. დღემდე როდესაც მიწევს ხოლმე გავიარო ტოტალიზატორებთან, ვცდილობ დისტანცია დავიჭირო. არ ვამბობ რომ ყველა ვინც თამაშობს ტოტალიზატორს ერთნაირია, უამრავი მეგობარი მყავს, რომელიც თამაშობს და განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რადგან ზომიერება აქვთ, მაგრამ თავად სფეროა დაწყევლილი. წარმომიდგენია კაზინოში მოთამაშე ადამიანი როგორია, იქ გაცილებით მეტი აზარტია. წყევლის სამეფოა, სადაც ადამიანი სულს კარგავს. საერთოდ არ ვარ ამ სფეროების მიმართ ტოლერანტული, როგორც ნარკომანიის მიმართ არ ვარ ტოლერანტული.
ამ დაავადებების ბუნება ისეთია რომ ჯანმრთელ ადამიანებსაც ითრევს, როგორც ნარკომანი არანარკომანს ითრევს ნარკომანიაში, ისე მოთამაშე არამოთამშეს ითრევს აზარტულ თამაშებში .
ცხოვრების გამოცდილებიდან არსებობს რამოდენიმე პერსპექტივა:
1. ახალგაზრდა რომ ხარ გგონია, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, თვითონ უნდა აირჩიოს რა უნდა და არავინ არ უნდა ჩაერიოს ამაში, ამიტომ ახალგაზრდული პერსპექტივიდან მსგავი შეზღუდვები უსამართლო და ტირანიულია. ამიტომ გესმის ამ სფეროს შინაარსი თუ არ გესმის, გინდება თავისუფლებისთვის ბრძოლა, პროტესტი და ა.შ.
2. როცა გაიზრდები, შვილი გეყოლება, გამოცდილება გემატება, საკუთარ თავს შეიცნობ და სხვებსაც შეიცნობ, ამის გარდა მარტო შენი თავიდან აღარ უყურებ სამყაროს, ამ დროს ხვდები რომ სხვადასხვა გავლენები აყალიბებს ადამიანს, ხედავ რომ დამპალ ვაშლს ჯამრთელის გაფუჭება შეუძლია. ამიტომ იწყებ მცდელობას რომ ცუდი მოვლენები იზოლაციაში მოაქციო, რომ რაც შეიძლება დისტანციური იყოს შენგან და შენი ოჯახისგან. ამან შეიძლება ზედმეტებშიც გადაგიყვანოს, მაგრამ გასაგებია ეს მოთხოვნები.
ერთია ეგოისტური და ფსევდოჰუმანისტური პერსპექტივა, მეორე კი ნაწილობრივ გამოცდილებაზე და საფრთხის შიშზე აგებული პერსპექტივაა,”-წერს ნუკრი შოშიაშვილი.
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი