12:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 8,29%–ს შეადგენს

ავტორი: კატო მალანია

12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის 177 462 ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რაც 11,4%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა – 6,2%, რაც ჯამში 8321 ამომრჩევლია“, – განაცხადა იოსელიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი