112-ის გარეშე, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში არ მიხვიდეთ, რადგან მძიმე პაციენტი არ დარჩეს ბინაზე – თამარ გაბუნია

ავტორი: თამარ შენგელია

“მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის უარყოფს კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალში ნაცნობობით მიღების ბრალდებას.

„ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ,  როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ  მისი მდგომარეობა მძიმეა, კარი  არავის გამოუკეტონ. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული“. მან მოუწოდა კლინკებს , რომ ჯერ  პაციენტის მდგომარეობა შეაფასონ და შემდეგ მიიღონ ისეთი მდგომარეობის მქონე, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.

ხშირად ხდება ისე, რომ თვითნებურად  მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა  შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის დარეგულირების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან  მოკლე ხანში უნდა  მოგვარდეს და ამ მიმართულებით აქტიურად  ვუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“,- განაცხადა თამარ  გაბუნიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი