10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

ავტორი: თიკო ნოდია

ყოველწლიურად, 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.
დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები. დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშები წარუდგინონ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი