ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3073 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ცვლილებამ 0.0244 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 3.9215 ლარია. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 29 ოქტომბერს შევა.