ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 4.0033 ლარია. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 იანვარს შევა.