ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2889 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 3.9954 ლარია. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 15 დეკემბერს შევა.