ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2811 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 4.0043 ლარია. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 17 დეკემბერს შევა.