ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგები გამოაქვეყნა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 შეადგინა და შესაბამისად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2747 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება 4.0135 ლარია. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 19 დეკემბერს შევა.