ჰენრი კავილმა გადასაღებ მოედანზე ფეხი დაიზიანა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

დიდ ბრიტანეთში Netflix-ის მხედვარის (The Witcher) გადასაღებ მოედანზე ჰენრი კავილმა ფეხი დაიზიანა. წყაროების ცნობით, ფეხის კუნთის უმნიშვნელო დაზიანებაა, თუმცა მსახიობი სერიალზე მუშაობას ხანმოკლე დროით ჩამოშორდება.

ბრიტანული გაზეთის The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  კავილმა ფეხი შტურმის სავარჯიშო კურსის დროს დაიზიანა. იმ მომენტისთვის ის მიწიდან 6 მეტრის სიმაღლეზე იყო და უსაფრთხოების ღვედი ეკეთა (მიუხედავად ამისა, ეს დეტალები დადასტურებული არ არის). წყაროს ცნობით, ინციდენტს სასწრაფო არ დასჭირვებია, თუმცა მის გამო კავილი დროებით ვეღარ ჩაიცვამს მძიმე აბჯარს, რომელიც მხედვარის როლისთვის სჭირდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი