ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
ის საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად.