ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე გუნდი წარადგინა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერის ქალაქ უელმინგტონში კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე გუნდი წარადგინა.

ბაიდენის თქმით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები მისთვის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, პრიორიტეტული იქნება.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში გარემოს დაცვის სამმართველოს მიშელ რეგანი დაიკავებს. ის ამ თანამდებობაზე არჩეული პირველი აფრიკელ-ამერიკელი მამაკაცი იქნება. ამასთანავე, გარემოს დაცვის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე ბრენდა მალორი წარადგინა, რომელიც დამკიცების შემთხვევაში პირველი აფრიკელ-ამერიკელი ქალი იქნება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი