ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენსა და კრის კუნსს განიხილავს

ავტორი: კატო მალანია

ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ყოფილ მოადგილე ენტონი ბლინკენსა და დელავერის შტატის სენატორს კრის კუნსს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე მათგანი ბაიდენთან დაახლოებული პირია და აღნიშნული თანამდებობის მიმართ ინტერესი როგორ კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ, არაერთხელ გამოუხატავთ.

Associated Press-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაიკ პომპეოს შემცვლელის ვინაობას ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში დაასახელებს.

ამასთან, The Hill-ი იუწყება, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა თანამდებობის პირმა გამოცემას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენმა არჩევანი ტონი ბლინკენზე შეაჩერა და შესაბამისად, მომავალ კვირაში ის მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგენს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი