ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ვრცელებს.
ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ბლინკენი ცენტრალურ როლს თამაშობდა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დიდ ნაწილში. მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრისას აშშ-ის რეაგირების საკითხებსა და „აისისის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯო ბაიდენი ოფიციალურად თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.