ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღი დაურიგდება

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღი დაურიგდება. ინფორმაციას ამის შესახებ “ნიუ-იორკ თაიმის” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება აშშ-ის სახმელეთო შეიარაღებული ძალების მდივანმა რაიან მაკკარტიმ 6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო.

ეროვნული გვარდიის მობილიზაცია ვაშინგტონში უკვე დაწყებულია. სულ, 20 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში 15 ათასი გვარდიელის ჩასვლაა დაგეგმილი. პენტაგონში აცხადებენ, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებულები არიან. მათივე ცნობით, ინაუგურაციის დღეს აქციის ჩატარებას სულ მცირე 16 ჯგუფი გეგმავს, რომელთა ნაწილიც აცხადებს, რომ დემონსტრანტები შეიარაღებულები იქნებიან.

თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინაუგურაციის დღეს მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან. მათ შორის არის სცენარი, როდესაც მომიტინგეები მაღალჩინოსნებს დაესხმებიან თავს, ან შეზღუდულ საჰაერო სივრცეში „კამიკაძე“ თვითმფრინავები შეიჭრებიან და ასევე განიხილება ის ვარიანტი, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ დრონებს გამოიყენებენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი