ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება

ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, თუ რომელი პარტია იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი.

მეორე ტურამდე ქვეყნის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს შეხვდნენ. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯორჯიის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს არამხოლოდ მომავალი ოთხი წლის კურსს, არამედ მთელი  თაობისას.

დონალდ ტრამპმა კი ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები გაყალბდა და მას არ წაუგია.

“არ არსებობს, რომ ჩვენ ჯორჯიაში წავაგეთ. მე ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და ორივეში გავიმარჯვე. დემოკრატები ცდილობენ, თეთრი სახლი მოგვპარონ, თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ. თქვენ უბრალოდ ვერ დაუშვებთ, რომ მათ აშშ-ის სენატი მოიპარონ“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი