“ჯოკერი ყველას გვითამაშია, “წაგლეჯვაში” “შეიტენა” ბიძინა ივანიშვილმა, ის “პრემიაზე” ვეღარ გავა, “გაფუჭდა”- გუბაზ სანიკიძე

“ჯოკერი ყველას გვითამაშია, “წაგლეჯვაში” “შეიტენა” ბიძინა ივანიშვილმა, ის “პრემიაზე” ვეღარ გავა, “გაფუჭდა”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია საკუთარ პოზიციას შეინარჩუნებს, მალე მთავრობა დახმარებისთვის მიმართავს.

კორონავირუსის თემა პოლიტიკურ მდგომარეობას ჰგავს. გახსოვთ, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სპეციალისტები გარკვეულ რჩევებს აძლევენ ბრწყინვალე სამეულს, ისინი უკადრისობდნენ და “ქართული ოცნების” ტროლ-ფაბრიკა ამ ადამიანებს მიწაში დებდნენ. დღეს დასჭირდათ ის ხალხი და დაუძახეს. ზუსტად ასე მოხდება პოლიტიკაშიც.  ჯოკერი ყველას გვითამაშია, “წაგლეჯვაში” “შეიტენა” ბიძინა ივანიშვილმა, ის “პრემიაზე” ვეღარ გავა, “გაფუჭდა”. იგივე ელოდება, რაც ექიმებთან დაკავშირებით დაემართათ და ყურებდაცქვეტილი უსმენდნენ ბატონ გურულს და უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს. ზუსტად იგივე ელოდებათ 2 თვეში პოლიტიკაში, მათ მოუწევთ ოპოზიციის ჭკუაზე წასვლა. მთავარია ოპოზიცია არ გაიბზაროს და ეს პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. ” – განაცხადა სანიკიძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი