ჯოზეფ ბორელი – ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს რუსეთის მედიაში ღიად დასცინიან

ავტორი: ნანა წულაია

რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელიმ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ასეთი ქმედებები საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს ღიად დასცინიან რუსეთის მრავალეროვან მედიაში, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ აბსურდულ განცხადებებამდე, რომ ვაქცინა ადამიანებს მაიმუნებად აქცევს. ასეთი საუბრები აშკარად არის მიმართული ქვეყნებზე, სადაც რუსეთს სურს თავისი ვაქცინის „სპუტნიკ“-ის გაყიდვა“ , – წერს ბორელი თავის ბლოგში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი