ჯაფარიძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს განცხადებით მიმართავს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ამ წუთებში “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მივიდა. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური გაცხადებით მიმართავს.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მანდატზე უარის თქმას ინდივიდუალურად აპირებს, სანამ “გირჩის” თავმჯდომარე სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართავს. მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს და “გაზაფხულამდე ვერ დაელოდება”.

“ბოიკოტის რეჟიმში ვარ, როგორც სხვა ოპოზიცური პარტიები. როგორც ყველამ ჩახსნა სიები და შემდეგ დაწერეს ინდივიდუალური განცხადებები მანდატის გაუქმებაზე, იგივე პროცედურას გავდივარ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “გირჩი” გაიყო, სიების ჩახსნის საკითხი არის თავმჯდომარის გადასაწყვეტი , რომელიც ფორმალურად არის იაგო ხვიჩია. მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, თუ პატარა შანსი მაინც არსებობს იმის, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი შეიკრიბოს და მოლაპარაკებიდან რაიმე შედეგი დაიდოს, მანამდე ისინი არ აპირებენ სიის ჩახსნას. მოლაპარაკებები სანამ არსებობს, ნებისმიერი რამის შანსიც არსებობს. პარლამენტში შესვლა არ-შესვლა ტექნიკური საკითხია, მოლაპარაკების მაგიდაზე შეიძლება მილიონ მნიშვნელოვან რამეზე შევთანხმდეთ, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს გაზაფხულადე და გაზაფხულამდე ხომ არ დაველოდები? – განაცხადა ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი