“ხშირად ვფიქრობ დევნილ ადამიანებზე, როჰინჯებზე, უიღურებსა და იეზიდებზე”– რომის პაპი

“ხშირად ვფიქრობ დევნილ ადამიანებზე, როჰინჯებზე, უიღურებსა და იეზიდებზე. რაც აისისმა ჩაიდინა მათ წინააღმდეგ მართლაც სისასტიკეა– ეგვპტესა და პაკისტანში ქრისტიანები ეკლესიაში წასვლისთვის კვდებიან.” – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მის ახალ წიგნში “The Path to A Better Future”–ში ისაუბრა.

პაპმა ფრანცისკემ აღიარა ჩინეთში მცხოვრები უმცირესობის უიღურების წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდი და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რომლებიც სინძიანის პროვინციაში ხდება. ამერიკის ინფორმაციით, უიღურები სინძიანის საპატიმრო ცენტრებში არიან, სადაც მათზე იდოკრინაცია, ფიზიკური ძალადობა და სტერილაზია მიმდინარეობს.

ჩინეთი პაპის ბრალდებას რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ და სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უარყოფს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი