“ხოშტარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, პარტიას დიდი ხნის წინ დავტოვებდი” – ირაკლი ზარქუა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„არ ვიცი, ელენე ხოშტარიას  წასვლის მიზეზი რა არის, თუმცა მის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან”  წასვლის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, ზარქუას შეფასებით მისმა კოლეგამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ხოშტარია “ხვალ შემოქანდება პარლამენტში”.

“როდესაც პარტიას ჰყავს გაკოტრებული ლიდერები და საკუთარი ამომრჩეველიც ხმას არ აძლევს, ალბათ რთულია, დარჩე პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკოსობაზე ამბიცია გაქვს. ამიტომ სულაც არ მიკვირს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხოშტარია ხვალ შემოქანდება პარლამენტში. არ მგონია. თუმცა ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გააკეთა, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ალბათ, არიან ადამიანები, რომლებმაც თავი უნდა დაიხსნან იმ მძევლობისგან, რაც იქ ხდება“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი