ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის მედია გვაწვდის.
მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პატრინაში რამდენიმე შენობა დაზიანდა და დაინგრა. სტიქიური უბედურების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
მიწისძვრა ასევე სერბეთშიც, ბოსნიაში, ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაციაშიცი გრძნობოდა.