ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავტორი: თიკო ნოდია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ოჯახის ორი წევრი დაიღუპა. დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ერთი ადამიანი უსინათლო იყო, ხოლო მეორე ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირი სახელდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი