“ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი” – ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია–პერფორმანსი გაიმართა

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი”; “ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს” – ამ სლოგანებითა და კიმ ჩენ ინის გამოსახულებიანი პოსტერით, რომელიც “ქართული ოცნების” დროშის ფონზე დგას, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დღეს აქტივისტებით მივიდნენ.

მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები, მეორე ტურის აბსურდულობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ყოველივეზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

დღეს, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალ ან ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მათ ოფიციალურადაც მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები და მხადამჭერებს მოუწოდეს არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურში გასული ოპოზიციონერი კანდიდატების გვარ–სახელები ბიულეტინში მაინც იქნება წარმოდგენილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი